ქუთაისი–წყალტუბო–პრომეთეს მღვიმე
გთავაზობთ დაუვიწყარ ტურს, რომელიც მოიცავს დასავლეთ საქართველოს კოლორიტული ქალაქის – ქუთაისის, უმშვენიერესი ქალაქ–კურორტის წყალტუბოს და ულამაზესი ბუნების ძეგლის – პრომეთეს მღვიმის მონახულებას, რომლის 16 დარბაზში გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვ. მღვიმეში ტურისტული მარშრუტის სიგრძე – 1060 მ. იგი კეთილმოწყობილია, არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებულთათვის. ტურისტული სვლაგეზი დამუშავდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.